ვიქტორ ორბანი: ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე ათიათასჯერ დაფიქრებაა საჭირო

ვიქტორ ორბანი: ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე ათიათასჯერ დაფიქრებაა საჭირო

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე ათიათასჯერ დაფიქრებაა საჭირო, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტის წევრებთან ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვისას.

უნგრული მედიის ცნობით, ორბანის თქმით, ნატო არის უსაფრთხოების გარანტია და უნგრეთისთვის ეროვნულ სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს, თუმცა, მისი თქმით, ის არ არის განწყობილი ენთუზიაზმით ყველაფრის მიმართ, რაც ნატოში ხდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: „ჩვენ ათიათასჯერ უნდა დავფიქრდეთ ნატოს აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებაზე, რათა უნგრეთი არ იქნეს ჩათრეული ომში“. ამასთან, ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მოსაზრება არ ეხება ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას.