ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის გამო, სანკტ-პეტერბურგის აეროპორტის „პულკოვოს“ საჰაერო სივრცე ჩაიკეტა და ავიარეისები შეჩერდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
აეროპორტის ტერიტორიაზე გეგმა „ხალიჩა“ ამოქმედდა, რაც სამხედრო და სამაშველო თვითმფრინავების გარდა, ყველა თვითმფრინავის აეროპორტის საჰაერო სივრციდან დაუყოვნებლივ დაშვების ან გაყვანის მოთხოვნას ნიშნავს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდა.