ისრაელში სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ.
თელ-ავივში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო გამოსვლები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ისრაელში ორი თვეა, გრძელდება. ერთი კვირის წინ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებში 250-ი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.