საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარით დაეხმარება

საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარით დაეხმარება

საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარით დაეხმარება, საიდანაც 100 მილიონი ჰუმანიტარულ მიზნებზე დაიხარჯება. ამის შესახებ კიევში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას გახდა ცნობილი. პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე, საუდის არაბეთის პირველი დიპლომატი უკრაინაში პირველად ჩავიდა.