ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საკუთარი მანდატის გახანგრძლივებას არ აპირებს და თანამდებობას, როგორც დაგეგმილი იყო, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დატოვებს. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა.
„იენს სტოლტენბერგის მანდატი სამჯერ გახანგრძლივდა, მან გენერალური მდივნის თანამდებობაზე თითქმის 9 წელი გაატარა. მისი უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში იწურება და იენს სტოლტენბერგი ამ მანდატის გახანგრძლივებას არ აპირებს“, - განუცხადა ლუნგესკუმ სააგენტო dpa-ს.
ბოლოს 63 წლის სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადა 2022 წლის მარტში გახანგრძლივდა.