თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 23 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ამ მომენტისთვის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 213 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 75 523 - დაშავდა.
ბოლო მონაცემებით, სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 384-ს მიაღწია.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.