თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 100 ათასზე მეტი მაშველი მუშაობს. ასევე, სირიაში თურქეთიდან გაროს 6 სატვირთო მანქანა შევიდა - ეს პირველი საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყანამ მიწისძვრის შემდეგ მიიღო.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკა და 100 მაშველი გააგზავნა.