აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს მსჯელობას უკრაინის სამხედრო საჭიროებებზე.
კითხვაზე -იქნება თუ არა მზად ვაშინგტონი კიევს საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს- სახელმწიფო მდივანმა უპასუხა:
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული იარაღის სისტემა ან აღჭურვილობის ნაწილი. თანაბრად მნიშვნელოვანია უკრაინელების უნარი გამოიყენონ ის ეფექტურად.
მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თავდაცვის მდივან ბენ უოლესს დაავალა, გაარკვიოს, რომელი საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება შეუძლია ქვეყანას უკრაინისათვის.