მაკრონი ზელენსკის: საფრანგეთი მტკიცედ განწყობილია, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს

მაკრონი ზელენსკის: საფრანგეთი მტკიცედ განწყობილია, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ საფრანგეთი მტკიცედ განწყობილია, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს.

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. მტკიცედ განწყობილნი ვართ, უკრაინას გამარჯვებაში დავეხმაროთ. უკრაინას შეუძლია საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების იმედი ჰქონდეს ომში გამარჯვებაში. რუსეთმა არ უნდა მოიგოს ომი და არ მოიგებს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა დაუდასტურა ზელენსკის, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და პარიზი კიევის საჭიროებებს მოერგება.

8 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდა.

უკრაინის ლიდერი ასევე ეწვია ლონდონს. ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ომს აგებს და ეს შეცვლის მსოფლიოს.