საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი: მიწისძვრამ სირიაში კატასტროფული ვითარება გამოიწვია

საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი: მიწისძვრამ სირიაში კატასტროფული ვითარება გამოიწვია

საერთაშორისო სამაშველო კომიტეტში (IRC) განაცხადეს, რომ მიწისძვრამ სირიაში კატასტროფული ვითარება გამოიწვია.

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ სირიის შიგნით, ნამდვილად კატასტროფული ვითარებაა“, - განაცხადა IRC-ის კომუნიკაციების დირექტორმა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, მარკ კეიმ.

ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამ და კომუნიკაციის ნაკლებობამ ჩრდილოეთ სირიაში გაართულა სამძებრო ოპერაციები, განსაკუთრებით სოფლად, სადაც ინფრასტრუქტურა არ არის აშენებული ისე, რომ გაუძლოს ასეთ ძლიერ მიწისძვრას.

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 1 900-ს გადააჭარბა.