შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია

შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ Twitter-ზე ევროკავშირის საბჭოს პრესსპიკერმა ბარენდ ლეიტსმა დაწერა.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიწვია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირადად მიიღოს მონაწილეობა ევროპული საბჭოს მომავალ სამიტში“, - წერს ლეიტსი.

ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში 9-10 თებერვალს არის დაგეგმილი.