უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარი შეტევას ხუთი მიმართულებით ცდილობს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარი შეტევას ხუთი მიმართულებით ცდილობს

რუსეთის საოკუპაციო ჯარი ცალკეულ მიმართულებებზე გადაჯგუფებას ატარებს და შეტევას ხუთი მიმართულებით ცდილობს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე შეტევით მოქმედებებს მიმართავს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე.

ვრცელდება ცნობები, რომ საოკუპაციო ძალებმა ბახმუტის ერთი მესამედი დაიკავეს და ვითარება დონეცკის ოლქის ამ მიმართულებით დამძიმდა. ოკუპანტების წინააღმდეგ ბახმუტის მიმართულებით, აზოვის ბატალიონის შემტევი დანაყოფი გადაისროლეს.

რეგიონში შექმნილ ვითარებას უკრაინის პრეზიდენტი ღამის ტრადიციული მიმართვისას გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტების მხრიდან, ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობას, უკრაინის ძალები წინააღმდეგობას უწევენ.