თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს მიაღწია

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს მიაღწია

თურქეთსა და სირიაში დაღუპულებს გლოვობენ . სამაშაველო სამუშაოებისა და ბიძგების პარალელურად მონაცემები ყოველ წუთს იცვლება.

ბოლო ცნობით ორივე ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის 5000-ს აღწევს. განადგურებულია ინფრასტრუქტურა , შეზღუდულია გადაადგილება , რეგიონში უმძიმესი ვითარებაა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და მაშველები გაგზავნა.