ავსტრიასა და შვეიცარიაში ალპებში ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩამოწოლილ რამდენიმე ზვავს 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ტურისტები ახალი ზელანდიიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან.
ავსტრიის მთავრობის მიერ ზვავსაშიშროების საფრთხის გამოცხადების მიუხედავად, სამთო-სათხილამურო კურორტებზე უამრავი ადამიანი იმყოფება, რადგანაც ამ პერიოდში სკოლებში ზამთრის არდადეგებია.