რეზნიკოვი ამბობს, რომ არახამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველად ესმის

რეზნიკოვი ამბობს, რომ არახამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველად ესმის

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადება, რომ რეზნიკოვი გადაჰყავთ სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ოლექსი რეზნიკოვმა გამოცემა „ფაქტი“-ს უთხრა, რომ ეს პირველად ესმის, პრეზიდენტთან არანაირი საუბარი არ ჰქონია და მსგავსი წინადადება რომ მიეღო, უარს იტყოდა, რადგან ამ სამუშაოს ხარისხიანად ვერ შეასრულებს.

ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობიდან თავდაცვის, ან საგარეო საქმეთა მინისტრის გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს და ნებისმიერი ახალი მინისტრის დანიშვნის პროცედურაც კანონითაა გაწერილი. რეზნიკოვის თქმით, მთავრობის შიგნით ერთი მინისტრის მეორე მინისტრად გადაყვანის პროცედურა არ არსებობს და გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით.