ნაფტალი ბენეტი: დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ აუცილებელია პუტინის განადგურების და არა მოლაპარაკებების გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, მცდელობები რომ არ შეეჩერებინათ, წარმატების კარგი შანსი გვქონდა

ნაფტალი ბენეტი: დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ აუცილებელია პუტინის განადგურების და არა მოლაპარაკებების გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, მცდელობები რომ არ შეეჩერებინათ, წარმატების კარგი შანსი გვქონდა

ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვში ვიზიტი გაიხსენა. ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრისა და შემდეგ დასავლელ ლიდერებთან მიმდინარე საუბრების დეტალები მან ისრაელის „მე-12“ არხთან ინტერვიუში გაამხილა.

„პუტინთან საუბრის შემდეგ გერმანიაში ჩავფრინდი, რადგან გერმანია და საფრანგეთი მთავარი ფიგურები არიან ევროპაში. შეთანხმების მისაღწევად ყველას ძალისხმევაა საჭირო. მომხდარის პროტოკოლებს ვადგენდი - რა უთანხმოებები გაჩნდა და რა იყო საჭირო ყველასგან. ბერლინში საქმის კურსში ჩავაყენეთ ამერიკელები, მაკრონი და ბორის ჯონსონი.

ყველა ლიდერს თავისი მიდგომა აქვს. შეიძლება ისინი დავყოთ ორ ბანაკად. ნაწილი ამბობდა: „პუტინს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ“ და ნაწილი ემხრობოდა აზრს, რომ ყველა ომს წაგებულები ჰყავს. ბორის ჯონსონი უფრო რადიკალური ზომების მომხრე იყო, მაკრონი და შოლცი კი, მოდით ვთქვათ, პრაგმატულის. ბაიდენი ორივე მიდგომას უჭერდა მხარს. მაგრამ საბოლოოდ დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ აუცილებელია პუტინის განადგურების და არა მოლაპარაკებების გაგრძელება. ყველა ჩემი მოქმედება, უმცირეს დეტალამდე აშშ-სთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან იყო კოორდინირებული. მათ შეწყვიტეს მოლაპარაკებები და მეგონა, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. დარწმუნებული ვარ, მცდელობები რომ არ შეეჩერებინათ, წარმატების კარგი შანსი გვქონდა“, - აცხადებს ბენეტი.

ომის დასაწყისში ბენეტი რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლს ასრულებდა.