"სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, მისი ხსნა ღმერთსაც კი არ შეუძლია!"

"გიჟი არ ვარმ გიჟი არ ვარო, მთელი გადაცემა ამას გვიმკტკიცებდა - თუ არ არის, რაში სჭირდება ამის მტკიცება? ჯერ კიდევ როდის გითხარით, რომ სააკაშვილი "ნებაზე უნდა მივუშვათ" და საკუთარ თავს ყველაზე მეტად თვითონ ავნებს-მეთქი - ხომ იცით ანდაზა, ნუღარ გამამეორებინებთ", აცხადებს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ედუარდ შევარდნაძე: სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, მისი ხსნა ღმერთსაც კი არ შეუძლია, ის განსასჯელის სკამზე დაჯდება!

"სააკაშვილმა ამერიკის ადმინისტრაციას, ფაქტობრივად, ცილი დასწამა. ასეთი დასკვნა მართლა რომ არსებულიყო, წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ ააფრიალებდნენ. 26 მაისი დარბევამ მორყეულ რეჟიმს საბოლოო დარტყმა მიაყენა და ხელში მისი გამამართლებელი დასკვნა რომ ჰქონოდათ, გარწმუნებთ, დროშასავით ააფრიალებდნენ. საინტერესოა, თავად როგორ ახსნის საკუთარ ნათქვამს - მე რამდენადაც ვისი, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. სააკაშვილის ცილისწამებას ამერიკიდან აუცილებლად უპასუხებენ. სულ ცოტა ხნის წინ გითხარით - ძალიან მალე სააკაშვილი ამერიკის მხარდაჭერასაც დაკარგავს-მეთქი. ჰოდა ჩათვალეთ, რომ უკვე დაკარგა. სააკაშვილის ამ უკანასკნელი განცხადების შემდეგ ისინიც საბოლოოდ გააცნობიერებენ, რა უპასუხისმგებლო პიროვნებასთან აქვთ საქმე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე.

"რა თქმა უნდა, სააკაშვილს დაკითხვა არ ასცდება. მოუწევს, უთხრას პროკურორს, როს საფუძველზე გააკეთა ეს განცხადება, თუ ასეთი დასკვნა მართლაც არსებობს, სად იყო აქამდე, რატომ არ ვიცოდით მის შესახებ. საერთოდ ყოვლი დრეს, მისი ყოველი განცხადება ნათელს ხდის, რომ ამ კაცის დაკითხვაზე გამოძახება აუცილებელია! სხვათა შორის ძალიან მომეწონა ბატონი ბიძინას განცხადება - ეპატიება თუ არა სააკაშვილს ჩადენილი დანაშაულები, ამას ვერც ამერიკა გადაწყვეტს და ვერც ვერავინ, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტიაო. ხალხი კი რეჟიმის გასამართლებას მოითხოვს. საზოგადოების აგრესიას კიდევ უფრო ამძაფრებს მისი უპასუხისმგებლო, უფრო სწორად, ცინიკური განცხადებები - ჰქონია, მთელ ქვეყანას ამნეზია დაემართა", - განაგრძობს ექსპრეზიდენტი

"არაერთხელ მითქვამს, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ არავის წაქეზება არ სწირდება ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ნაციონალებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. ამისთვის მათ თავად წააქეზეს საზოგადოება. მათ ადგილს, მომხდარის შემდეგ მათ ადგილას მე საპრეზიდენტო კამპანიას შევწყვეტდი. სინდისი რომ ჰქონოდათ, იმით მაინც უნდა მოენანიებინათ საზოგადოების წინაში ჩადენილი დანაშაული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ. მაგრამ არა, ისევ ხალხის შეურაცხყოფის გზა აირჩიეს და პასუხად ორმაგ შეურაცხყოფას იღებენ - თუ ასე უნდათ, უნდა შეეგუონ კიდეც!" - დასძენს რესპონდენტი

"საპრეზიდენტო არჩევნები "ნაციონალური მოძრაობის" დასამარება იქნება. შესაბამისად, პარლამენტში ასეთი პოლიტიკური ძალის ყოფნა გამართლებული ვერ იქნება. ამიტომ, სავსებით რეალურად მიმაჩნია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი. "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დამთავრდეს პარლამენტშიც და საერთოდ, როგორც პოლიტიკი ორგანიზაცია, უნდა აიკრძალოს - მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ქვეყანა ცხოვრების მშვიდად გაგრძელებას", - აცხადებს ედუარდ შევარდნაძე და შეკითხვეას - "უკვე ცნობილია, რომ ახალი პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში აღარ იცხოვრებს, რა ბედი ელის ავლაბრის რეზიდენციას?" - პასუხობს:

"ამ შენობას სხვა დანიშნულება არა აქვს, გარდა იმისა, რომ სამების ტაძარი დაჩრდილოს. ეს სასახლეა სიმბოლოა იმ მახინჯი სისტემის, რომელიც 9 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. დარწმუნებული ვარ, ყველა სისასტიკე აქ იგეგმებოდა. ბოლოს და ბოლოს ამ სასახლის ბინადარსაც მოუწევს პასუხისგება. სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, მისი ხსნა ღმერთსაც კი არ შეუძლია, ის განსასჯელის სკამზე დაჯდება! მართალი გითხრათ, აღარც მეცოდება. 70-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ამდენივე პრეზიდენტს შევხვედრივარ, მაგრამ ამის მსგავსი, ასეთი თავისი ერის მოძულე არსად არავინ მინახავს".