პენტაგონი: ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი აშშ-ის საჰაერო სივრცეს არღვევს და მიუღებელია

პენტაგონი: ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი აშშ-ის საჰაერო სივრცეს არღვევს და მიუღებელია

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი აშშ-ის საჰაერო სივრცეს არღვევს და მიუღებელია.

„საჰაერო ბუშტი მანევრირებადია. ის აშკარად არღვევს აშშ-ის საჰაერო სივრცეს და ჩვენ კვლავ მივაწოდეთ ეს ფაქტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას“, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბუშტი მეტეოროლოგური ხელსაწყოა, რომელიც კვლევისთვის გამოიყენება და რომელმაც კურსს გადაუხვია.

პენტაგონში ასევე აღნიშნეს, რომ გადაწყვიტეს, არ ჩამოეგდოთ საჰაერო ბუშტი ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი აღნიშნული ინციდენტის გამო გადადო.