გაერო: ამჟამად ევროპის ტერიტორიაზე 4 823 326 უკრაინელი ლტოლვილი რჩება

გაერო: ამჟამად ევროპის ტერიტორიაზე 4 823 326 უკრაინელი ლტოლვილი რჩება

ამჟამად ევროპის ტერიტორიაზე დაახლოებით 4 823 000 უკრაინელი ლტოლვილი რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ავრცელებს.

მათი ცნობით, ახლა დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი ყველაზე მეტი უკრაინელი - 1 563 000 ადამიანი პოლონეთში ცხოვრობს. მეორე ადგილზეა გერმანია - 881 000, მესამეზე კი ჩეხეთი - 485 000 ადამიანი.

ამასთანავე, ომის დაწყებიდან ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების საერთო რიცხვი, მათ შორის ისეთების, ვინც უკვე სამშობლოში დაბრუნდა, 8 046 560-ს შეადგენს.