ერდოღანი: ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა კონფლიქტის გადაწყვეტის ელემენტი შეიძლება იყოს - ეს სარისკოა და სარგებელს მხოლოდ იარაღით მოვაჭრეებს მოუტანს

ერდოღანი: ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა კონფლიქტის გადაწყვეტის ელემენტი შეიძლება იყოს - ეს სარისკოა და სარგებელს მხოლოდ იარაღით მოვაჭრეებს მოუტანს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში იარაღის გაგზავნა არ იქნება გამოსავალი რუსეთ-უკრაინის ომში, რადგან ეს ნაბიჯი სარისკოა და სარგებელი მხოლოდ იარაღით მოვაჭრეებისთვის მოაქვს.

„ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა შეიძლება იყოს [კონფლიქტის] გადაწყვეტის ელემენტი. ეს ყველაფერი სარისკოა და სარგებელს მხოლოდ იარაღით მოვაჭრეებს მოუტანს“, - განაცხადა ერდოღანმა TRT-თან ინტერვიუში.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს მოლაპარაკებებს რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.