უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მზად არის გარანტიების მისაცემად, რომ რუსეთის ტერიტორიას არ დაარტყამს, თუ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მზად არის გარანტიების მისაცემად, რომ რუსეთის ტერიტორიას არ დაარტყამს, თუ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლდექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის გარანტიების მისაცემად, რომ რუსეთის ტერიტორიას არ დაარტყამს, თუ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს.

„რადგან უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტები სჭირდება, რომელიც მტერს არ მისცემს საშუალებას შეინარჩუნოს თავდაცვა, უკრაინა მზად არის, კოორდინირება გაუწიოს მიზნებს პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა ოლექსი რეზნიკოვმა.

„300 კილომეტრის მანძილიდან დარტყმის საშუალება რომ გვქონდეს, რუსული არმია ვერ შეძლებდა დაცვის უზრუნველყოფას და იძულებული იქნებოდა წაეგო. უკრაინა მზად არის გარანტიების მისაცემად, რომ თქვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ იქნება გამოყენებული. ჩვენ საკმარისი სამიზნეები გვაქვს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მზად ვართ, პარტნიორებთან ეღთად ჩვენი სამიზნეების კოორდინაცია მოვახდინოთ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.