რუსეთის პრეზიდენტის მორიგი მუქარა - სტალინგრადის ბრძოლის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პუტინმა განაცხადა, რომ გერმანულ ტანკებს მხოლოდ ჯავშანტექნიკას არ დაუპირისპირებს. კრემლის ლიდერის თქმით, რუსეთს თანამედროვე ომში ბრძოლის სხვა საშუალებებიც აქვს, რაც ყველა იმ ძალამ უნდა გაითვალისწინოს, რომელიც გერმანიას ომში ითრევს.
„ისინი, ვინც ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას რუსეთთან ახალ ომში ითრევენ, და უფრო მეტიც, უპასუხისმგებლოდ აცხადებენ, რომ ეს უკვე მომხდარი ფაქტია, მათ, ვინც ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებას ელიან, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად განსხვავებული იქნება. ჩვენ არ ვაგზავნით ჩვენს ტანკებს მათ საზღვრებში, მაგრამ გვაქვს პასუხის გაცემის საშუალება და ეს არ დასრულდება ჯავშანტექნიკის გამოყენებით“, - განაცხადა პუტინმა.
გერმანიამ უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ მიიღო.