ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მას შუამავლობა გასული წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სთხოვეს, თუმცა მან უარყო ეს შეთავაზება, რადგან იმ დროს პრემიერ-მინისტრი არ იყო.
კითხვაზე, დათანხმდება თუ არა ამ შეთავაზებას ახლა, ნეთანიაჰუმ უპასუხა:
თუ ყველა შესაბამისი მხარე მთხოვს, აუცილებლად განვიხილავ [ამ შეთავაზებას].