ამერიკული კვლევითი ცენტრ Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, უფრო მეტი ამერიკელი მიიჩნევს, რომ აშშ-მა ზედმეტად ბევრი დახმარება გაუწია უკრაინას. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების დაახლოებით მეოთხედი ახლა ამბობს, რომ შეერთებული შტატები ზედმეტად ბევრ მხარდაჭერას უწევს უკრაინას,. აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა სექტემბრის შემდეგ და 19%-ით გასული წლის მარტიდან.
გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ამერიკა სწორი რაოდენობის დახმარებას უწევს უკრაინას. გამოკითხულთა 20%-ს სურს, რომ აშშ-მა უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიოს. 20%-ზე მეტს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ამერიკელების წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ-მა ზედმეტად ბევრი დახმარება გაუწია უკრაინას ეკონომიკური დახმარებისა და შეიარაღების თვალსაზრისით, „რესპუბლიკელთა“ შორის უფრო მაღალია და 40 %-ს შეადგენს.
ათიდან ექვსი „დემოკრატი“ და „დემოკრატების“ მხარდამჭერი კი მიიჩნევს, რომ აშშ საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, დაახლოებით 23% მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა არასაკმარისია.