ირანის თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე თავდასხმის უკან ისრაელი დგას, - ამის შესახებ გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა, საიდ ირავანიმ განაცხადა.
„წინასწარი გამოძიების შედეგების თანახმად, ისფაჰანში თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება. ირანს აქვს უფლება, დაიცვას ეროვნული უსაფრთხოება და ქმედითი პასუხი გასცეს ისრაელის მხრიდან მომდინარე ნებისმიერ საფრთხეს“, - აცხადებს საიდ ირავანი.
29 იანვარს ირანში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს დრონებით დაესხნენ თავს. არაოფიციალური წყაროებით, განადგურდა ისპაჰანში მდებარე საბრძოლო მასალების მწარმოებელი ქარხანა. ძლიერი ხანძარი გაჩნდა ქალაქ შაჰიდ სალიმში მდებარე ძრავის ზეთების მწარმოებელ ქარხანაშიც. აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ დიზფულის ავიაბაზაზე, ასევე ქალაქ ჰამადანსა და რეშთშიც.