აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეზე, დელავერის შტატში მდებარე ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
როგორც მედიის წარმომადგენლებს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განუმარტეს, ჩხრეკა დაახლოებით 3,5 საათს გაგრძელდა და აგენტებმა პრეზიდენტის სახლში საიდუმლო დოკუმენტები ვერ აღმოაჩინეს.
ამასთან, ამოღებულია მასალა, რომელიც ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება.
მსგავსი ოპერაციები უკვე ჩატარდა ბაიდენის სხვა სახლებში, რა დროსაც ათობით საიდუმლო დოკუმენტია აღმოჩენილი. მათი შინაარსი საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია. თეთრ სახლში განმარტავენ, რომ დოკუმენტები ბაიდენის სახლებში უნებლიედ აღმოჩნდა.