უკრაინაში 11 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსულმა აგრესიამ 7 110 მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა. 11 500 კი დაშავდა. ასეთია გაეროს მონაცემები, სადაც იმასაც აცხადებენ, რომ ომის შედეგების რეალური სტატისტიკა გაცილებით მეტი შეიძლება იყოს.
უკრაინა ომის წლისთავისათვის რუსული ძალების კიდევ უფრო გააქტიურებას ელოდება. ქვეყნის მთავრობამ შესაბამის უწყებებს უკრაინის არმიისთვის სახელმწიფო შესყიდვის სისტემის განახლება დაავალა. ოფიციალური კიევი კი დასავლეთის მიერ დაპირებულ დახმარებას ელის, პარალელურად, მოლაპარაკებებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან მართავს.