ირანის ჩრდილო დასავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
სააგენტო „ფარსის“ ინფორმაციით, სტიქიამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, 400-ზე მეტი კი დაშავდა.
დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა ნაგებობა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.