აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინისათვის Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდებას აპირებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა გამოთქვეს თავიანთი საერთო გადაწყვეტილება, გააგრძელონ უკრაინის საჭირო ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ამ მიზნით, აშშ აპირებს უკრაინას მიაწოდოს Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ხოლო გერმანია აპირებს უკრაინას მიაწოდოს Marder-ის საბრძოლო მანქანები. ორივე ქვეყანა გეგმავს უკრაინული ძალების შესაბამის სისტემებზე მომზადებას“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.