The Telegraph: აშშ უკრაინას ნატოს სტილის გარანტიას სთავაზობს

The Telegraph: აშშ უკრაინას ნატოს სტილის გარანტიას სთავაზობს

აშშ-მა უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ნატოს სტილის უსაფრთხოების გარანტია შესთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ კიევი ბლოკს არ შეუერთდება. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ და უკრაინის ევროპელი მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას მომავალში უკრაინაზე თავდასხმას უპასუხონ ისე, როგორც კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს წესდების მეხუთე მუხლში წერია.

The Telegraph-ი აღნიშნავს, რომ ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ წინადადებას დათანხმდა.

რუსეთის ლიდერი ხშირად ამბობს, რომ უკრაინის სწრაფვა ნატოში კონფლიქტის ამოსავალი მიზეზია“. ტრამპმა კიევის გაწევრიანება ბლოკში უკვე გამორიცხა.