ერდოღანმა ზელენსკის კიდევ ერთხელ შესთავაზა რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობა

ერდოღანმა ზელენსკის კიდევ ერთხელ შესთავაზა რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ შესთავაზა რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, ხელი შეუწყოს და შუამავლობა გაუწიოს რუსეთსა და უკრაინას შორის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას.

საუბარი ასევე შეეხო იმ მხარდაჭერას, რომელსაც თურქეთი უკრაინას უწევს ჰუმანიტარულ სფეროში და ენერგეტიკულ საკითხებში, ასევე მარცვლეულის დერეფნის მუშაობაში.