აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა კვლავ ვერ შეძლო. კევინ მაკარტის კანდიდატურას კანონმდებლებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში 11-ჯერ უყარეს კენჭი, თუმცა მან საკმარისი ხმების მოპოვება ვერ შეძლო. მაკარტის სპიკერად არჩევისთვის 218 ხმა სჭირდება.
რესპუბლიკელებმა 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ნოემბერში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად მოიპოვეს, თუმცა ხისტი ხაზის მომხრე რესპუბლიკელ კანონმდებელთა ჯგუფის სპიკერის არჩევამდე წარმომადგენელთა პალატის მუშაობა ჩიხშია შესული.
BBC-ის ცნობით, 1860 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კონგრესის ქვედა პალატაში სპიკერის არჩევას ამდენი კენჭისყრა დასჭირდა. 1860 წელს სპიკერის ასარჩევად კენჭისყრის 44 ტურის ჩატარება გახდა საჭირო.