კენტუკის შტატში წყალდიდობას ებრძვიან. ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე მდინარე ადიდდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქალაქ შეფერდსვილშია, სადაც წყალდიდობის შედეგად ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. რეგიონში არსებობს ქარბორბალას წარმოქმნის საშიშროებაც.
ცოტა ხნის წინ, ამერიკის კონტინენტზე არქტიკული ქარბუქი მძვინვარებდა, რომელსაც თან დიდთოვლობა და რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ახლდა. არქტიკულმა ზამთარმა ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.