მაკრონმა ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მსუბუქ ტანკებს მიაწვდის

მაკრონმა ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მსუბუქ ტანკებს მიაწვდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მსუბუქ ტანკებს მიაწვდის.

„[საფრანგეთის] პრეზიდენტს სურს გააძლიეროს უკრაინისათვის უკვე მიწოდებული სამხედრო დახმარება AMX-10 ტიპის მსუბუქი საბრძოლო ტანკების მიწოდებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასავლური წარმოების ტანკები მიეწოდება“, - აღნიშნეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტანკების რაოდენობა და მიწოდების დრო არ დაუზუსტებიათ.