შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისთანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად,ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული 100 000 აშშ დოლარი ამოიღეს.
სამართალდამცველებმა არადეკლარირებული თანხა საბაჟო გამშვებ პუნქტში სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. აღნიშნული თანხის საქართველოს ტერიტორიაზე მალულად შემოტანას ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ჰასან ა. საბაჟოს გვერდის ავლით ცდილობდა.
ჰასან ა-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმაშეეფარდა და არადეკლარირებული თანხა სრულად ჩამოერთვა.
შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო საზღვარზე არალეგალურად გადმოტანილი არადეკლარირებული თანხისშემოტანის კონკრეტული მიზნების დასადგენად აგრძელებს მუშაობას.