ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრით სპიკერი ვერ აირჩია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, კევინ მაკარტიმ ვერ მიიღო საკმარისი ხმები.
მან მხოლოდ 203 ხმის მიღება შეძლო, ხოლო არჩევისთვის კი, სულ მცირე, 218 ხმა სჭირდებოდა.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა 212 ხმა მიიღო. თუმცა, დემოკრატიულ პარტიას არ აქვს უმრავლესობა კონგრესის ქვედა პალატაში, ამიტომ ჯეფრისის კანდიდატურა, უპირველეს ყოვლისა, სიმბოლური ხასიათისაა.
მაკარტის ხმები ენდი ბიგსმა წაართვა, რომელიც კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ტრამპისტულ ფრთას წარმოადგენს.