პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, კეიპტაუნში კარნავალი ჩატარდა. სანახაობაში 20 ათასამდე ადგილობრივი მუსიკოსი მონაწილეობდა.
მუსიკალური შოუ ტრადიციულად, ქალაქის ცენტრში გაიმართა. დღესასწაული საფუძველს კოლონიალური ეპოქიდან იღებს და მას მეორე ახალ წელსაც უწოდებენ. დღეისთვის ფესტივალი სამხრეთ აფრიკის კულტურულ სიმბოლოდ ითვლება.
ზეიმი რამდენიმე კვირა გრძელდება და ქვეყნის საუკეთესო ხელოვანები, თავიანთი შემოქმედებით ერთმანეთს ეჯიბრებიან.