მიანმარის სამხედრო სასამართლომ ქვეყნის ყოფილ ლიდერს და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, აუნ სან სუ ჩის კიდევ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რის შედეგადაც მისი სასჯელის ვადა 33 წლამდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.
აუნ სან სუ ჩი 2021 წელს, მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დააკავეს. ახალმა ხელისუფლებამ მას წაუყენა ბრალი 19 მუხლით, რომელთა შორის იყო ქრთამის აღება, არჩევნების ჩატარების წესების დარღვევა, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დარღვევა და სხვა.
დღეს სასამართლომ მას ბოლო 5 მუხლთან დაკავშირებით გამოუტანა განაჩენი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აუნ სან სუ ჩი კორუფციაში დამნაშავედ ცნეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან სამთავრობო ვერტმფრენის იჯარის წესები დაარღვია.