ბელარუსის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, ბელარუსში უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

ბელარუსის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, ბელარუსში უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

ბელარუსის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, მინსკში უკრაინის ელჩი, საგარეო უწყებაში დაიბარეს. ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბელარუსის მიმართულებით „ეს-300“-ის ტიპის რაკეტა, უკრაინის ტერიტორიიდან გაუშვეს, ის ანტისარაკეტო თავდაცვამ ჩამოაგდო.

„ეს ძალიან სერიოზული ინციდენტია და ბელარუსის მხარე მას მაქსიმალურად სერიოზულად უდგება“ - ნათქვამია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მინსკში ითხოვენ, რომ უკრაინამ დეტალური გამოძიება ჩაატაროს, დამნაშავეები დასაჯოს და მიიღოს ზომები, რომ მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს. თავის მხრივ, კიევში აცხადებენ, რომ მზად არიან, მომხდარი გამოიძიონ და მოიწვიონ იმ ქვეყნების სპეციალისტები, რომლებიც რუსეთს მხარს არ უჭერენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტი, კრემლის მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყოს, რათა ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს.