კამბოჯაში, კაზინოში ხანძარს სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა

კამბოჯაში, კაზინოში ხანძარს სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა

კამბოჯისა და ტაილანდის საზღვართან მდებარე სასტუმრო-კაზინოში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ადგილობრიბი მთავრობა იუწყება.

ქალაქ პოიპეტში მდებარე კაზინო Grand Diamond City-ში ხანძარი საღამოს გაჩნდა. ამ დროისთვის ნაპოვნია 19 ცხედარი, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი გაიზარდოს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ცნობით, კაზინოში 400 ადამიანი მუშაობს, სტუმრებს შორის კი ბევრი ტაილანდის მოქალაქე იყო.