დმიტრო კულება: Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა უკრაინაში დაჩქარებულად განთავსდება

დმიტრო კულება: Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა უკრაინაში დაჩქარებულად განთავსდება

უკრაინაში Patriot-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა დაჩქარებულად განთავსდება. ამის შესახებ Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

დმიტრო კულებას განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რათა Patriot-ის ბატარეა, რომლის მომზადებას, როგორც წესი, ერთ წლამდე სჭირდება, ექვს თვეზე ნაკლებ დროში მოემზადოს უკრაინაში ექსპლუატაციისთვის.