„თალიბანმა“ ავღანელ ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აუკრძალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
„თალიბების“ განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ქალი თანამშრომლები ჰიჯაბს არ ატარებდნენ და დრესკოდს არ იცავდნენ.
აკრძალვა გავრცელდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე. აკრძალვის დამრღვევ ორგანიზაციებს „თალიბანი“ ლიცენზიის შეჩერებით დაემუქრა.
გაერომ „თალიბანის“ ეს გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ ამით ქალების ფუნდამენტური უფლებები ირღვევა.