აშშ-ში ზამთრის შტორმს სულ მცირე 35 ადამიანი ემხსვერპლა

აშშ-ში ზამთრის შტორმს სულ მცირე 35 ადამიანი ემხსვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმს სულ მცირე 35 ადამიანი ემხსვერპლა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრს აჭარბებს.

სტიქიის გამო ქვეყანაში სატრანსპორტო გადაადგილებას პრობლემები შეექმნა. ასი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა. ენერგოკომპანიები მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებენ.

მსხვერპლი მოჰყვა უხვთოვლობას კანადაშიც - მოყინულ გზაზე ავტობუსის გადატრიალებისას, 4 ადამიანი დაიღუპა. თოვლის შტორმის გამო მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. უამინდობის შედეგად გაუქმდა ათასობით ავიარეისი.