ჩრდილოკორეული დრონები სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. Yonhap-ის ინფორმაციით, სეულმა დრონების ჩამოსაგდებად საბრძოლო ვერტმფრენები და გამანადგურებლები ააფრინა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო ერთ-ერთი გამანადგურებელი მწყობრიდან გამოვიდა და სეულიდან 140 კილომეტრში ჩამოვარდა. ორივე პილოტი გადარჩა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტის გამო ინჩხონის და კიმპჰოს აეროპორტებში ყველა დაგეგმილი ფრენა გაუქმდა.