25 წლის ირანელ ქალს, რომელმაც საპროტესტო აქციაზე თავსაბურავი მოიხსნა, „პროსტიტუციის წახალისებისთვის“ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

25 წლის ირანელ ქალს, რომელმაც საპროტესტო აქციაზე თავსაბურავი მოიხსნა, „პროსტიტუციის წახალისებისთვის“ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

25 წლის ირანელ ქალს, მაჰსა ფეირავის, რომელმაც თეირანში საპროტესტო აქციაზე თავსაბურავი მოიხსნა, „პროსტიტუციის წახალისებისთვის“ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ ფეირავის გამამტყუნებელი განაჩენი 25 დეკემბერს გამოუტანა. ის დამნაშავედ ცნეს „კორუფციისა და პროსტიტუციის წახალისებაში“, ასევე „შეთქმულების ორგანიზებაში“.

მაჰსა ფეირავი საპროტესტო აქციაზე 17 ოქტომბერს დააკავეს, როდესაც მან პროტესტის ნიშნად თავსაბურავი მოიხსნა.

მასობრივი საპროტესტო აქციები ირანში 22 წლის ქურთი გოგონას - მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო, თეირანის ზნეობის პოლიციამ ის 13 სექტემბერს დააკავა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გოგონა გარდაიცვალა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ცუდად გახდა განყოფილებაში, საიდანაც ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და სწორედ იქ გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაკავების დროს სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.

„უფლებადამცველთა საინფორმაციო სააგენტოს“ (Human Rights Activists' News Agency), ამ ეტაპზე ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 488 დემონსტრანტი მოკლეს, 18 259 კი დააპატიმრეს. მათივე მონაცემებით, დაღუპულია უსაფრთხოების ძალების 62 თანამშრომელი.