აშშ-ში ძლიერი ყინვა მძვინვარებს, შტატების უმეტესობაში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას და ძლიერ არქტიკულ ქარს ელოდებიან. ამის შესახებ BBC იტყობინება.
აშშ-ის ეროვნული მეტეობიუროს (NWS) პროგნოზით, ზოგიერთ შტატში უახლოეს დღეებში ტემპერატურული ანტირეკორდები დაფიქსირდება.
უამინდობის შესახებ შეტყობინება 48 შტატის მოსახლეობამ მიიღო, რაც დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს მოიცავს.
ძლიერი თოვის გამო 5000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, ციკლონმა პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მომარაგებაშიც - 1,5 მილიონი ადამიანი, ძირითადად აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე შტატების მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.