თეთრი სახლი ბაქოსა და ერევანს ლაჩინის დერეფანში გადაადგილების სრულად აღდგენისკენ მოუწოდებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი, სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის მოადგილეს ჰიკმეთ ჰაჯიევს ესაუბრა.
სალივანმა მხარეებს მოუწოდა განიხილონ ნაბიჯები, რომელიც შეარბილებს ორმხრივ დაძაბულობას და საფუძველს დაუდებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის რეგიონის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა - ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბერს აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა გადაკეტეს, რომლებიც რეგიონიდან სასარგებლო წიაღისეულის გატანას აპროტესტებენ.