ამერიკული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი დღეს ვაშინგტონში ჩავა, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
გავრცელებული ცნობით, მოულოდნელი ვიზიტი დაემთხვევა ადმინისტრაციის განზრახვას, უკრაინას თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნოს, რომელიც „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემებს მოიცავს.
ეს ვიზიტი, იქნება ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი გასვლა უკრაინის ფარგლებს გარეთ, თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ეს ცნობა, არც ოფიციალური კიევს და არც ვაშინგტონს, არ დაუდასტურებია.