მოძრაობა „თალიბანმა“, რომელიც ავღანეთს მართავს, ქალებს უნივერისტეტში სწავლა აუკრძალა. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ქალების განათლებაზე წვდომის შეზღუდვა ძალაში დაუყოვნებლივ და გაურკვეველი ვადით შედის.
გასულ წელს თალიბებმა გოგოებს საშუალო სკოლაში განათლების მიღება აუკრძალეს.