ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქებისა და იარაღით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ცხრა პოლიციელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ნავთობით მდიდარ ქალაქ კირკუკთან მოხდა, რომელიც ბაღდადიდან დაახლოებით 290 კილომეტრში მდებარეობს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
თავდასხმა ბომბის აფეთქებით დაიწყო, რომლის სამიზნე პოლიციელების სატვირთო ავტომობილი იყო. აფეთქებას იარაღით თავდასხმა მოჰყვა.